პატარების თვალით დანახული
დამოუკიდებლობის ფასი
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამ აქტის გამოცხადებით საქართველოს აქვს დამოუკიდებლად განვითარების ისტორიული პერსპექტივა და ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი.
საუკუნეების მანძილზე საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მე-18 საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით შევიწროებული საქართველო რუსეთმა დაიპყრო, ვითომ იმ პირობით, რომ ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისგან დაეცვა, თუმცა ისტორიამ გვაჩვენა, რომ, რუსეთი თვითონ გახდა ჩვენი მტერი.
ბოლოს მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც საქართველომ საკუთარი საქმეების გაძღოლა
თვითონ დაიწყო.
ავთანდილ კოდალაძე
გორის მე-11 საჯარო სკოლა, მე-6 კლასი
...
დამოუკიდებლობა არის სახელმწიფოს უფლება, თავის შეხედულებისამებრ წარმართოს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და არ იყოს სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებული. ამავდროულად აღიარონ მსოფლიოს ქვეყნებმა თანაბარუფლებიანად.
მარიამ ჭიღლაძე
გორის მე-11 საჯარო სკოლა, მე-6 კლასი
...
დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი გამოცხადდა.
დემეტრე ბოლოთაშვილი
გორის მე-11 საჯარო სკოლა, მე-6 კლასი
...
ოდითგანვე საქართველოს უწევდა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ხალხისთვის დამოუკიდებლობა განსაკუთრებული მცნებაა, ამას მრავალი საუკუნის განმავლობაში უამრავი ადამიანი შეეწირა. ხშირად ყოფილა საქართველო არჩევანის ზღვარზე დამოუკიდებლობასა და დამორჩილებას შორის, ის ყოველთვის ირჩევდა თავისუფლებას.
მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, როდესაც მას აქვს თავისუფალი სიტყვის, აზრის გამოხატვის და არჩევანის თავისუფლება. მეამაყება 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
საბა ბლიაძე
გორის მე-11 საჯარო სკოლა, მე-6 კლასი
...
თავისუფლება
სიტყვა
თავისუფლებას სხვადასხვა დროის მოაზროვნეები სხვადასხვაგვარად განმარტავენ: „თავისუფლება თავის
არშეკავებაში კი არ არის, არამედ
საკუთარი თავის ფლობაშია“ - თ. დოსტოევსკი.სოკრატეს აზრით, თავისუფალი ის არის ვინც გონივრულად და ზნეობრივად იქცეოდა. თავისუფლების საფუძველი განათლებაა, მხოლოდ განათლებულ ადამიანს შეუძლია იყოს თავისუფალი. განათლება დაკავშირებულია სულიერ მოაზროვნე არსებასთან, თუკი თავისუფლების პრინციპი გააზრებული არ არის მაშინ ადამიანი ვერ მოახერხებს კეთილის და ბოროტის განსხვავებას და რაც მთავარია, ვერ გააკეთებს მათ შორის არჩევანს.
„თავისუფლება ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარობს ბოროტს“ - ილია მეორე
XIX საუკუნეში ეროვნული თავისუფლების იდია საფუძვლიანად განავითარეს „თერგდალეულებმა“ ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ნიკო ნიკოლაძემ, რომლებიც რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თავისუფლების გაგება კარგად გამოხატა ილია ჭავჭავაძემ: „ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს“.
„თავისუფლება ისე არ მოდის, თავისეუფლება ლომთა ხვედრია“-ეს სტრიქონები ქართველ პოეტს, ჯანსულ ჩარკვიანს ეკუთვნის.
ჩვენმა მრავალტანჯულმა ქვეყანამ თავისუფლება საუკუნეების მანძილზე ბრძოლების შედეგად მოიპოვა. შემთხვევითი არაა, რომ საქართველოს გერბზე ორი ლომია გამოსახული სიძლიერის, ბრძოლის და თავისუფლების სიმბოლო.
იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, უნდა გვქონდეს სათანადო განათლება, უნდა ვიცოდეთ, რა არის ზნეობრივი სამართლიანი და კანონიერი, კეთილი და ბოროტი, ცუდი და კარგი. შეგვეძლოს მათი ერთმანეთისგან გარჩევა და თავისული არჩევნის გაკეთება.
მიმაჩნია, ადამიანი მაშინ არის თავისუფალი, თუ იგი ამ ღვთისგან ბოძებულ ნებას გამოიყენებს სიკეთის, სიმართილის, მეგობრობის, სიყვარულის და ქვეყნის სამსახურში.
ნიკა მღებრიშვილი
გორის მე-11 საჯარო სკოლა, მე-6 კლასი
...
გიორგი ბაღიაშვილი
გორის მე-11 საჯარო სკოლა, მე-6 კლასი
...
საქართველომ
დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს მიიღო. ეს ის დღე იყო, როდესაც რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მყოფმა ჩვენმა ქვეყანამ
დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ
ჩვენ აღარ ვემორჩილებით სხვა სახელმწიფოს. დამოუკიდებლობა
ხომ ყველა ქვეყნისთვის ძალიან ნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ქართველებს ეს დღე
განსაკუთრებით უყვართ.ყოველი წლის 26 მაისს ნიშნად საქართველოს დამოუკიდებლობისა ატარებენ
სხვადასხვა ღონისძიებებს. ამით კი ქართველებს გვანხსენებენ, რომ საქართველო
დამოუკიდებელი ქვეყანაა!
ლიკა ჩიტიშვილი
გორის მე-11 საჯარო სკოლა, მე-7 კლასი
...
26
მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წელსს თბილისში
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
დამოუკიდებლობა ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა ქვეყანამ ის ზუსტად 1991 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ საქართველო არცერთ სხვა სახელმწიფოზე აღარაა დამოკიდებული . და აღარ უწევს სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ ყოფნა. აგრეთვე,აღარ ვემორჩილებით ძალაუნებურად სხვა ჩვენზე "ძლიერ" სახელმწიფოებს, თუმცა სწორედ ამას ვერ გვპატიობენ მტრები.
დამოუკიდებლობა ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა ქვეყანამ ის ზუსტად 1991 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ საქართველო არცერთ სხვა სახელმწიფოზე აღარაა დამოკიდებული . და აღარ უწევს სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ ყოფნა. აგრეთვე,აღარ ვემორჩილებით ძალაუნებურად სხვა ჩვენზე "ძლიერ" სახელმწიფოებს, თუმცა სწორედ ამას ვერ გვპატიობენ მტრები.
მარიამ ბრეგვაძე
გორის მე-11 საჯარო სკოლა, მე-6 კლასი