Wednesday, February 19, 2020

კლუბის სამუშაო გეგმა





N
განრიგი
თარიღი
განსახორციელებელი ღონისძიება
ადგილი,
დრო
მიზანი
შენიშვნა
1
23.09.2019



30.09.2019




30.09/
7.10.2019
·         საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
·         კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე;
·         კლუბის სახელწოდების სლოგანის, ლოგოს და ემბლემის შერჩევა;
·         კლუბის წესდების და სამუშაო გეგმის გაცნობა და დამტკიცება;
·         არჩევნების საფუძველზე თავმჯდომარის და მოადგილის არჩევა

სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა



2
11.10.2019
ექსკურსიის დაგეგმვა VI, VII კლასებთან თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
რადგან V-VI კლასებში საგანში -  „ჩვენი საქართველო“ ყველა მხარეს სწავლობენ, თავად მოინახულონ თითოეული მხარისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და გაეცნონ წეს-ჩვეულებებს. ისწავლონ როგორ ინახავს და გადმოსცემს მუზეუმი ისტორიას. მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში და გაეცნობიან მუშაობის სპეციფიკაცას

3
15.10.2019
ექსკურსიის დაგეგმვა IX კლასთან თბილისის ეროვნულ მუზეუმებში
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
რადგან IX კლასში სწავლობენ საქართველოს ისტორიას, გაეცნობიან ანტიკურ და ქრისტიანულ კულტურას, მოინახულებენ ოქროს ფონდს, ხელოვნების მუზეუმს და გაეცნობიან, როგორ ყვებიან ნივთების იტორიას, როგორია, მუზეუმში მუშაობის სპეციფიკა

4
19.10.2019
VI, VII კლასების დაგეგმილი ექსკურსია
თბილისი,
ეთნოგრაფიული მუზუემი
წეს-ჩვეულებების და საცხოვრებლების აღწერა, ანკეტირება.
იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა, ანკეტირება

5
26.10.2019
IX კლასის დაგეგმილი ექსკურსია
თბილისი, ს.ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი;
შ. ამირანაშვილის სახ. სახელმწიფო მუზეუმი

ექსპონატების აღრიცხვა, ანკეტირება,
ინტერვიუ გიდთან

6
4.11.2019/
11.11.2019
სამუშაო შეხვედრები ექსკურსიების შემდეგ

სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
პრეზენტაციებისთვის მზადება

7
25.11.2019
VI და IX კლასის ერთობლივი პრეზენტაცია
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის  ექსკურსიების შინაარსის პრეზენტაცია, რომლის მიზანი იყო, ექსკურსიების მნივნლეობაზე საუბარი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მუზეუმში მუშაობის სპეციფიკაზე, მუზეუმში მუშაობის მნიშვნელობაზე და შეეცადნენ, აეხსნათ როგორ ყვებიან ექსპონატები ისტორიას.
ბოლოს გაიმართა დისკუსია.
ბავშვებს შედეგად განუვითარდათ მუზეუმში მუშაობის,  კვლევის და მსჯელობის უნარ-ჩვევები.


8
9.12.2019
წიგნის - მ. ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა“ წაკითხვა-განხილვა
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა
დისკუსიის, კრიტიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება. მიზანი იყო ასევე, მოსწავლეების დაფიქრება სამართლიანობასა და კანონირებაზე, სისასტიკესა და ჰუმანურობაზე

9
23.12.2019
ფილმის - „თავისუფლების მწერლები“ ჩვენება
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
დისკუსიის, კრიტიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება.
მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ემსჯელათ, როგორი სასწავლო გარემო უნდათ, რა მნიშვნელობას ანიჭებენ არაფორმალურ განათლებას. იმსჯელეს სკოლისა და მასწავლებლის როლზე

10
20.01.2020
კლუბის წევრების სამუშაო შეხვედრა
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
მეორე სემესტრის ღონისძიებების
დაგეგმვა

11
3.02.2020
მასტერკლასი დებატებზე
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
დებატების წარმართვა. მზადება წლის ბოლოს საქალაქო ტურნირისთვის
კურსი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება ციკლურად და არაერთ საკითხზე გაიმართება
12
25.02.2020
პრეზენტაცია-საქართველოს ოკუპაცია
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი ლექცია, რომელსაც მე-9 კლასელები წარადგენენ და დისკუსია.

13
28.02.2020
გამოფენა-გაყიდვა
სსიპ გორის N11 საჯარო სკოლა
სიმსივნით დაავადებული ბავშვის დახმარება. შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ სოციალური პასუხისმგებლობის უნარი
სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები (მშობელთა ნებართვით და ჩართულობით) გამოიტანენ ან თავად შექმნიან ნივთებს (ხელნაკეთი, ნახატი და სხვა) და სიმბოლურ ფასად გაიყიდება, რათა ბენეფიციარისთვის მოგროვდეს თანხა

2020 წლის 2 მარტიდან გამოცხადებული არდადეგები გახანგრძლივდა ორი კვირით, შემდეგ კი პანდემიის გამო, დისტანციურ რეჟიმში განვაგრძეთ დაგეგმილი აქტივოვები, გარდა ისეთების, რომელიც ბავშვების უშუალო ჩართულობას გულისხმობდა (გამწვანების, დასუფთავების აქციები)


კლუბი "ევრიკა" - წესდება


საკლუბო მუშაობა


სსიპ ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მოყვარულთა კლუბი „ევრიკა“


კლუბ „ევრიკას“  წესდება:


ისტორიის და სამოქალაქო განათლების მოყვარულთა კლუბი „ევრიკა“ შეიქმნა გორის N11  საჯარო სკოლის საბაზო და საშულაო კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს. კლუბი მუშაობას იწყებს 2019 წლის ოქტომბრის თვეში. კლუბის შეკრება ოფიციალურად იმართება 2 კვირაში ერთხელ 1 აკადემიური საათი, თუმცა, შესაძლებელია დამატებითი შეკრებაც სასკოლო და გარესასკოლო აქტივობებიდან  გამომდინარე. საკლუბო მუშაობა გრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.

  • კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია;
  • კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის VI-XII  კლასის ნებისმიერი მოსწავლერომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და ამოცანებს;
  • კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა მიმართონ კლუბს წერილობითი განცხადებით ან შეავსონ ანკეტა;
  • კლუბის ხელმძღვანელი, ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგი,  მიმართულებასაძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობასზრუნავს კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისთვის;
  • კლუბის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია და ურთიერთობა პატივისცემაზეა დამყარებული;
  • კლუბი თავმჯდომარეს და მოადგილეს საბაზო და საშუალო კლასებიდან  აირჩევს ყოველწლიურად მათი აქტიურობიდან გამომდინარე;
  • კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები.




          კლუბის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • ხელი შეუწყოს ისტორიის პოპულარიზაციას და დაინტერესებას;
  • მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობებიგამოიჩინონ ინიციატივა;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასმოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისთვის;
  • ისწავლონ სხვისი ახრის პატივისცემა, დისკუსიისა და დებატების წარმართვა;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას;
  • გახდნენ მეტად მოტივირებულნიორგანიზებულნი და მიზანდასახულნი

კლუბის კურატორი - ისტორიის მასწავლებელი: ლია მელთაური
     საკონტაქტო ინფორმაცია: 577091820;  liameltauri@gmail.com
                                               
კლუბის ხელმძღვანელი:  ნია მდინარიძე
მოადგილე:                          ლუკა მინასიანი

კლუბის ხელმძღვანელის ფუნქციები:
  • აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
  • კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს კლუბის წევრებთან;
  • სათანადო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს.


    კლუბის სამუშაო პერიოდი:
    •  კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის სასწავლო წელს;
    • კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგკლუბი საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირა