საკლუბო მუშაობა
სსიპ ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მოყვარულთა კლუბი „ევრიკა“
კლუბ „ევრიკას“ წესდება:
ისტორიის და სამოქალაქო განათლების მოყვარულთა კლუბი „ევრიკა“ შეიქმნა გორის N11 საჯარო სკოლის საბაზო და საშულაო კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბში ნებაყოფლობით გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს. კლუბი მუშაობას იწყებს 2019 წლის ოქტომბრის თვეში. კლუბის შეკრება ოფიციალურად იმართება 2 კვირაში ერთხელ 1 აკადემიური საათი, თუმცა, შესაძლებელია დამატებითი შეკრებაც სასკოლო და გარესასკოლო აქტივობებიდან გამომდინარე. საკლუბო მუშაობა გრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.
- კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია;
- კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის VI-XII კლასის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და ამოცანებს;
- კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა მიმართონ კლუბს წერილობითი განცხადებით ან შეავსონ ანკეტა;
- კლუბის ხელმძღვანელი, ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგი, მიმართულებასაძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას, ზრუნავს კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისთვის;
- კლუბის ყველა წევრი თანასწორუფლებიანია და ურთიერთობა პატივისცემაზეა დამყარებული;
- კლუბი თავმჯდომარეს და მოადგილეს საბაზო და საშუალო კლასებიდან აირჩევს ყოველწლიურად მათი აქტიურობიდან გამომდინარე;
- კლუბის წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის მუშაობის ძირითადი წესები და პრინციპები.
კლუბის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
- ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას;
- ხელი შეუწყოს ისტორიის პოპულარიზაციას და დაინტერესებას;
- მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, გამოიჩინონ ინიციატივა;
- ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისთვის;
- ისწავლონ სხვისი ახრის პატივისცემა, დისკუსიისა და დებატების წარმართვა;
- ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას;
- გახდნენ მეტად მოტივირებულნი, ორგანიზებულნი და მიზანდასახულნი
კლუბის კურატორი - ისტორიის მასწავლებელი: ლია მელთაური
საკონტაქტო ინფორმაცია: 577091820; liameltauri@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია: 577091820; liameltauri@gmail.com
კლუბის ხელმძღვანელი: ნია მდინარიძე
მოადგილე: ლუკა მინასიანი
კლუბის ხელმძღვანელის ფუნქციები:
კლუბის ხელმძღვანელის ფუნქციები:
- აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
- კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს კლუბის წევრებთან;
- სათანადო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს.
კლუბის სამუშაო პერიოდი:
- კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის სასწავლო წელს;
- კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, კლუბი საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას

No comments:
Post a Comment